1 2 3 4 5 6 7 8 9

იგ იე ივ იზ ით იკ იმ ინ იპ ის იტ იფ იქ იღ იყ იშ იც იძ იწ იჭ იხ იჴ
იწა იწრ იწყ

იწამნეს

იწამნენ
 

თავი VII

ამისა შემდგომად ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „ნეტარო კაცთა შორის, არს მახლობელად ჩუენსა ქუაბი მცირე, წარმიყვანე მუნ შენ და ძმათა შენთა, რაჲთა ნეშტი დღეთა ჩემთაჲ მას შინა აღვასრულო; რამეთუ მცირედღა ყოფად არს ჩემი ჴორცთა შინა ყოფაჲ. ხოლო ესე აღმითქ, რომელ ჩემდა სიკუდიდმდე არა განჰმრავლდეთ ადგილსა ამას შინა“. და ჯუარი დასწერა თჳსსა მას სამკჳდრებელსა და სიტყუაჲ მისი განძლიერდა. და მათ არღარა იკადრეს ცილობად, არამედ მივიდეს მის თანა ქუაბად და ყვეს ლოცვაჲ. ხოლო ბერმან თქუა: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნისამდე, ამას დავემკჳდრო, რამეთუ მთნავს ესე“. მაშინ ამბორს–უყვეს ურთიერთას და მისცეს მშჳდობაჲ წმიდასა მას ნეტართა მათ და შთამოვიდეს ადგილსა მას ღმრთისა მიერ ჩინებულსა სამონასტრედ. ამისა შემდგომად იწყო მან ხანძთისა შენებაჲ. და ერთობით ჯუარი დასწერეს ადგილსა მას და იწყეს საქმედ სენაკებისათჳს ქუეყანისა დავაკებად, რამეთუ კლდჱ იგი ხანძთისაჲ უფიცხლ არს უფროჲს ყოველთა მათ კლარჯეთისა უდაბნოთა. და შრომითა დიდითა ქმნეს ადგილი იგი, რამეთუ არა აქუნდა მათ ცული და წერაქჳ, არცა სხუაჲ ეგევითარი საჴმარი, არამედ ოპიზელთა მამათა მოსცეს ყოველი, რომელი იპოვა ჴელთა მათთა, და თანაშემწე ექმნნეს ყოვლითა საჴმრითა და ჴორცთა საღუაწითა, რამეთუ მას ჟამსა სხუაჲ მონასტერი არა შენ იყო მათ ქუეყანათა თჳნიერ ოპიზისა, და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათჳს მათ ქუეყანათაჲსა, რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა, და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა, მცირედნი იპოვებოდეს დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ.

ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ პირველად აღაშენა ძელისა ეკლესიაჲ და შემდგომად საყუდელი თჳსი და თითო სენაკები ძმათა მათთჳს მცირჱ და ერთი სენაკი საოსტიგნედ დიდი. და დღითი დღე აღორძნდებოდეს ძმანი, რამეთუ შეეძინებოდეს უფალსა მუშაკნი მეათერთმეტისა ჟამისანი მოქმედად ჭეშმარიტსა მას ვენაჴსა და თანაზიარ იქმნებოდეს პირველთა მათ მართალთა და მონაწილე წმიდათა მოწამეთა, მჴნდებოდეს რაჲ ღუაწლსა მას მონაზონებისასა მსგავსად წმიდათა მოწამეთა და უფროჲს მათსა, რამეთუ მარტჳლნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათჳს

თავი VI თავი VIII

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9