1 2 3 4 5 6 7 8 9

1 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
1 10 11 12 13 14 15 16 17 18 19

10

 

თავი X

ხოლო გაბრიელ, დიდებულმან აზნაურმან, ფრიადითა კეთილითა წარმოგზავნა მამაჲ გრიგოლ და მოსცნა კირითხურონი და ნივთი ყოველი ქვითკირისა ეკლესიისა საშჱნებელად. და ესრეთ მოვიდა მამაჲ გრიგოლ თჳსსა ვანსა. და განიხარეს მოწაფეთა მისთა, მადლი მისცეს ქრისტესა და ულოცვიდეს მოღუაწეთა მათ.

ხოლო ნეტარმან გრიგოლ ადგილი იგი საეკლესიოჲ დაავაკა. და ვითარ დაიწყებდა ეკლესიასა, ესე ლოცვაჲ ცრემლით წართქუა, და ჯუარი დასწერა ადგილსა წმიდისა ეკლესიისასა და იწყეს შჱნებად. და ესრჱთ კეთილად განსრულდა ძუელი იგი ეკლესიაჲ ხანძთისაჲ შეწევნითა ქრისტჱსითა და მეოხებითა წმიდისა გიორგისითა და ლოცვითა ნეტარისა მამისა გრიგოლისითა, ხოლო ჴორციელად მოღუაწებითა დიდებულისა გაბრიელ მთავრისაჲთა და ყოველთა მართლ-მორწმუნეთაჲთა. მას ჟამსა ყოველთა მათ წმიდათა უდაბნოთა შინა იწყეს წმიდათა მამათა მონასტრებისა შჱნებად და წმიდათა ეკლესიათა, და ესრეთ გამრავლდეს მსახურნი წმიდისა სამებისანი და მარადის მადიდებელნი.

თავი IX თავი XI

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9