1 2 3 4 5 6 7 8 9

უბ უდ უზ უკ უმ უნ უო უპ უჟ ურ უფ უქ უშ უც უწ უხ უჴ
უჴმ

უჴმდა

სჭირდებოდა
 

თავი XI

ხოლო სანატრელი და სასწაულთა მიერ შემკული დედაჲ ფებრონია მოიწია სამცხით და დაემკჳდრა მერეს შინა. და ღირსად-ცხორებისა და სულიერად განგებისა მისისა არა იყო საზღვარ. და საღმრთოჲთა სიყუარულითა წმიდითა ერთზრახვა და მეგობარ იყვნეს ფრიად ნეტარნი ესე ღმრთისა კაცნი: დედაჲ ფებრონია და მამაჲ გრიგოლ, და ხუცესი მერისაჲ ხანძთით არნ.

ამისა შემდგომად ღმრთისმსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერისმთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და უცხოებაჲ და უქმსა უდაბნოსა მონასტრისა შენებაჲ და მოწაფეთა მისთა სათნოებაჲ და მოწაფეთაგანვე ცნობაჲ დიდებულებისაჲ წმიდისა მის მშობელთაჲ. ესე ყოველი ვითარცა გულისჴმა-ყო კეთილად-მსახურმან კურაპალატმან აშოტ, მსწრაფლ ხოლო დაწერა ებისტოლე ჴელითა თჳსითა და კაცი ერთი კეთილი წინაშემდგომელთაგანი და ერთი გაბრიელის მსახურთაგანი სწრაფით წარმოავლინნა მამისა გრიგოლის წინაშე. და ვითარცა წარიკითხა წიგნი კურაპალატისაჲ პატივით მოწერილი წოდებისაჲ, ნეტარმან მამამან და კაცთა მათგანცა, ცნა ყოველი, მუნთქუესვე წარვიდა ჴელმწიფისა მის წინაშე, და მი-რაჲ-იწია პალატად, მოეგებნეს ძენი კურაპალატისანი. და ვითარ მივიდა კარსა ტაძრისა მათისასა, მაშინ კურაპალატი ზეაღდგა და წინა მოეგება ნეტარსა მამასა გრიგოლს, და დიდითა სიმდაბლითა მოიკითხეს ერთმანერთი და დასხდეს. ხოლო კურაპალატმან ჰრქუა: „ღმრთისა მიერი კურთხევაჲ პირითა შენითა იყავნ ჩუენ ყოველთა ზედა, წმიდაო“. და მან თქუა: „გაკურთხენინ ყოველნი პირმან ქრისტჱსმან და ყოველთა წმიდათამან, რამეთუ ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყუაჲ ესე: „სადა არს პატივი მთავრობისაჲ, მუნ არს მსგავსებაჲ ღმრთეებისაჲ“, რამეთუ თქუენ, ჴელმწიფენი, უფალგყვნა ღმერთმან ქუეყანისა განგებასა, ვითარცა გულისხმა-ვჰყოფთ კეთილის-ყოფასა ღმრთისასა ჩუენდა მომართ მეფობითა შენითა.

მაშინ კურაპალატმან ჰრქუა მამასა გრიგოლს: „მეფეთა ისრაჱლისათა ჟამად-ჟამად წინაჲსწარმეტყუელი აღუდგინის ღმერთმან სიქადულად მათა და ზღუდედ შჯულისა, და შესაწევნელად მორწმუნეთა და სამხილებელად ურწმუნოთა, ეგრჱთვე ჟამთა ჩუენთა შენ გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტეანეთა სიქადულად, და რაჲთა მარადის იღუწიდე ჩუენთჳს წმიდითა ლოცვითა შენითა წინაშე ქრისტჱსა და წმიდათა მისთა“. ხოლო მან ჰრქუა: „დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათჳსცა ამას მოგაჴსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთაჲ ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.

ამისა შემდგომად კაცმან მან მოციქულმან წარმოთქუა ქებაჲ ხანძთისაჲ, ვითარმედ „კეთილ არს უდაბნოჲ იგი მზისა მცხინვარებითა და ჰაერისა შეზავებითა ყოვლით-კერძო. და აქუს მას წყაროჲ მდიდრად გამომდინარჱ, შუენიერი, გრილი და ჰამოჲ, და მაღნართა სიმრავლჱ ურიცხჳ და მცირედი რაჲმე სხუაჲცა ნუგეშინის-საცემელი ძალისაებრ მის უდაბნოჲსა, ხოლო სათესავი ყანაჲ და სათიბელი ქუეყანაჲ რაჲთურთით არა არს, არცა იქმნების ღირღოლოვანთა მათ ფიცხელთა მწუერვალთა მათ ღადოთაჲსა. ესე ვითარცა ესმა დიდებულსა კურაპალატსა, შეწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, და ბაგრატ, და გურამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით.

და ვითარცა ადგილნი იგი მოითუალნა და კურთხევაჲ მიანიჭა კურაპალატსა და ძეთა მისთა ნეტარმან გრიგოლ, მაშინ მრავლისა კეთილისა ნაყოფითა სავსჱ მოვიდა ხანძთად, მონასტრად თჳსა, და ახარა ძმათა ყოველი იგი განმარჯუებაჲ მადლითა ქრისტჱსითა და ოხითა წმიდისა გიორგისითა. ხოლო მათ უხაროდა და ულოცვიდეს სარწმუნოებით შემომწირველთა და ჰმადლობდეს ქრისტესა კეთილის-მყოფელსა.

თავი X თავი XII

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9