და ვითარცა ჴორციელად შეიმატებოდა, ეგრეთვე სულიერად შეეძინებოდა რიცხუსა მას წმიდათა კაცთასა, რამეთუ მას ჟამსა მოვიდეს მამაჲ ეტჳფანე და მღდელი მატოი ქართლით, და დიდი ზენონ სამცხით, რამეთუ ეტჳფანე და მატოი პირველვე მეგობარ იყვნეს ამის წმიდისა და სახელსა მისსა მოვიდეს ხანცთად.
და ვითარ ამას განიზრახვიდა ზენონ, დაჲ იგი მისი ეშმაკისა განმარჯუებითა შეაცთუნა ვინმე უკეთურმან კაცმან და ღამე ყოველწარვიდის შავშეთს. ხოლო ზენონ, ვითარცა ცნა, შეიჭურა საჭურველითა მარტოდ და ამჴედრდა ცხენსა და დევნა-უყო. და ვითარ დიდი ქუეყანაჲ ვლო, თქუა გულსა თჳსსა, ვითარმედ: „ვარ მე ჭაბუკ სახელოვან და რომელსა ვსდევ, ფრიად შეურაცხ არს, დაღაცათუ ვეწიო და მოვკლა, საბრჴე არს სულისა ჩემისაჲ. და უკუეთუ ცუდად უკუნვიქცე სახედ ჩემდა, სირცხჳლ არს ჩემდა, არამედ აღთქუმაჲ მონაზონებისაჲ აწ აღუსრულო უფალსა“. და ახოვან იქმნა ნეტარი ესე, რამეთუ მონაგებთა დატევებაჲ, სისხლთა დათხევასა ემსგავსების, და დაიწერა ჯუარი ჴორცთა თჳსთა და წარემართა საღმრთოსა მას გზასა და მიიწია წინაშე დედისა ფებრონიაჲსა მერეს, რამეთუ იყო იგი სახლისა მისისაჲ. და ნებითა ღმრთისაჲთა მუნ იყო მამაჲ გრიგოლ. და დედამან ფებრონია შეაწყნარა წმიდასა მას უმანკოჲ იგი კრავი მწყემსსა მას კეთილსა, რომელმანცა მოიყვანა ხანცთად.
ესე ნეტარი ზენონ მიიწია მოხუცებულებასა და ვიდრე აღსასრულამდე არა განეშორა ხანძთასა ჭეშმარიტად სულიერი შვილი, მსგავსი მამისაჲ, კეთილი მოწაფჱ, ნაცვალი მოძღურისაჲ, ნეტარი, სათნოებათა საუნჯჱ, მონაზონებისა წესი წმიდაჲ, კლარჯეთისა უდაბნოთა ზღუდჱ, სულთა უკეთურთა მაოტებელი.
არამედ პირველთა მათ დღეთა ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისთა ფიცხელ იყო ფრიად კანონი მოწაფეთა მისთაჲ, რამეთუ სენაკთა მათთა შინა იყო მცირჱ სარეცელი და შეურაცხისაგებელი და თითოჲ სარწყული წყლისათჳს. ხოლო სხუაჲ ნუგეშინისსაცემელი ჴორცთაჲ არა აქუნდა საჭამადისაჲ და სასუმადისაჲყოლადვე, არამედ რომელი ტრაპეზსა ზედა ერთბამად ჭამიან, მით იყო ცხორებაჲ მათი. და მრავალნი მათგანნი არა სუმიდეს ღჳნოსა ყოლადვე; და რომელნიცა მიიღებდეს, მცირედ იჴუმევდეს. და სენაკებსა მათსა საკუამი არა აქუნდა, რამეთუ ცეცხლი არა აღეგზებოდა, და არცა ღამჱ სანთელი აღანთიან, არამედ ღამჱ იყო ფსალმუნებაჲ და დღისი წიგნის-კითხვაჲ და ლოცვაჲ მარადის.