1 2 3 4 5 6 7 8 9

აბ აგ ად აზ აკ ალ ამ ან არ ას აუ აფ აქ აღ აყ აშ აც აწ ახ აჰ
ახა ახლ ახო

ახოვანი

მხნე
 

თავი XII

და ვითარცა ჴორციელად შეიმატებოდა, ეგრეთვე სულიერად შეეძინებოდა რიცხუსა მას წმიდათა კაცთასა, რამეთუ მას ჟამსა მოვიდეს მამაჲ ეტჳფანე და მღდელი მატოი ქართლით, და დიდი ზენონ სამცხით, რამეთუ ეტჳფანე და მატოი პირველვე მეგობარ იყვნეს ამის წმიდისა და სახელსა მისსა მოვიდეს ხანცთად.

ხოლო ზენონ შვილი იყო საჩინოჲსა ვისიმე კაცისაჲ სამცხეს და ღმრთისმსახურებით აღზრდილ იყო და სიწმიდით იქცეოდა, რამეთუ საღმრთოჲ შიში მკჳდრ იყო მის შორის, და სწადოდა მონაზონებაჲ აღთქუმისაებრ აღთქუმისა მმარხველთაჲსა. და ვითარცა აღესრულნეს მშობელნი მისნი, მონაგები მათი დაუტევეს ზენონს და დასა მისსა, რომელიცა იყო სახლსა შინა მის თანა. და ზენონ გულს–ეტყოდა, რაჲთამცა მამული და დედული მონაგები დასა თჳისსა დაუტევა ნებისაებრ მისისა და თჳთმცა იქმნა მონაზონ უცხოებასა შინა.

და ვითარ ამას განიზრახვიდა ზენონ, დაჲ იგი მისი ეშმაკისა განმარჯუებითა შეაცთუნა ვინმე უკეთურმან კაცმან და ღამე ყოველ წარვიდის შავშეთს. ხოლო ზენონ, ვითარცა ცნა, შეიჭურა საჭურველითა მარტოდ და ამჴედრდა ცხენსა და დევნა-უყო. და ვითარ დიდი ქუეყანაჲ ვლო, თქუა გულსა თჳსსა, ვითარმედ: „ვარ მე ჭაბუკ სახელოვან და რომელსა ვსდევ, ფრიად შეურაცხ არს, დაღაცათუ ვეწიო და მოვკლა, საბრჴე არს სულისა ჩემისაჲ. და უკუეთუ ცუდად უკუნვიქცე სახედ ჩემდა, სირცხჳლ არს ჩემდა, არამედ აღთქუმაჲ მონაზონებისაჲ აწ აღუსრულო უფალსა“. და ახოვან იქმნა ნეტარი ესე, რამეთუ მონაგებთა დატევებაჲ, სისხლთა დათხევასა ემსგავსების, და დაიწერა ჯუარი ჴორცთა თჳსთა და წარემართა საღმრთოსა მას გზასა და მიიწია წინაშე დედისა ფებრონიაჲსა მერეს, რამეთუ იყო იგი სახლისა მისისაჲ. და ნებითა ღმრთისაჲთა მუნ იყო მამაჲ გრიგოლ. და დედამან ფებრონია შეაწყნარა წმიდასა მას უმანკოჲ იგი კრავი მწყემსსა მას კეთილსა, რომელმანცა მოიყვანა ხანცთად.

ესე ნეტარი ზენონ მიიწია მოხუცებულებასა და ვიდრე აღსასრულამდე არა განეშორა ხანძთასა ჭეშმარიტად სულიერი შვილი, მსგავსი მამისაჲ, კეთილი მოწაფჱ, ნაცვალი მოძღურისაჲ, ნეტარი, სათნოებათა საუნჯჱ, მონაზონებისა წესი წმიდაჲ, კლარჯეთისა უდაბნოთა ზღუდჱ, სულთა უკეთურთა მაოტებელი.

თავი XI თავი XIII

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9