1 2 3 4 5 6 7 8 9

ცი ცნ ცო ცუ ცხ
ცხა ცხო

ცხოვარი ქრისტესი

აქ: მონაზონი
 

თავი XIII

რამეთუ ვიდრე მოსლვადმდე გრიგოლ მწყემსისა მის კეთილისა მჴეცთაგან უხილავთა ლტოლვილნი მცირედნი იგი ცხოვარნი ქრისტჱსნი განბნეულ იყვნეს თითოჲ, ანუ თუ ორ-ორი, სივრცესა მას უდაბნოთასა, ხოლო მოსლვასა წმიდისა გრიგოლისსა ცხოვარნი იგი განმჴნდეს და მჴეცნი იგი ეშმაკნი განიოტნეს და ყოველი წესი საღმრთოჲ განემართა.

ხოლო მამაჲ გრიგოლ გულს-ეტყოდა, ვითარმედ: „ვითარცა მონასტრისა ჩემისა მამანი სათნოებითა უზეშთაეს არიან ჟამისა ამის მონაზონთა, ეგრეთცა წეს არს წესი საღმრთოჲ საეკლესიოჲ ეკლესიასა შინა ჩემსა დაწესებად ბრძენთაგან განუკითხველი“. ამისთჳს განიზრახა წარსლვაჲ ქრისტჱს საჭურჭლედ, მეორედ იერუსალჱმდ, რომელ არს კოსტანტინეპოლისი, და ყოველთა საჩინოთა საბერძნეთისა წმიდათა ადგილთა მოხილვად და ლოცვად. მას ჟამსა იერუსალჱმს წარმავალი ვინმე პოვა მეგობარი თჳსი და მას დაჰვედრა საბაწმიდისა წესისა დაწერაჲ და წარმოცემაჲ. და ძმათა თჳსთა კაცნი მოღუაწენი უჩინნა და მშჳდობაჲ დაუტევა მათ და აღუთქუა კუალად ადრე მოსლვაჲ.

და თანაწარიყვანა საბა, დედისდისწული თჳსი, და ერთი ვინმე სხუაჲ მოწაფე და წარემართა საბერძნეთად და მოიწია კოსტანტინეპოლის, და თაყუანის-სცა ძელსა ცხორებისასა და წმიდათა ყოველთა ნაწილთა. და სიხარულით მოვლნა ყოველნი წმიდანი ადგილნი სალოცველნი, რამეთუ მრავალთა ენათა წურთილ იყო იგი და მრავალ-მოსწავლე ყოფილ ჴელითა კეთილად მსახურებისაჲთა. და რომელიმე სახილავი მოძღუარ კეთილის ექმნის და რომელიმე - განსაკრძალველ ბოროტისათჳს. და ესრეთ აღმოივსო გული მისი სიმდიდრისაგან დაუბეჭდველისა ახლისა შჯულისა, და სულითა მადლისაჲთა განმხიარულებულნი წარმოემართნეს საყოფელად თჳსა.

თავი XII თავი XIV

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9