ხოლო იგი განმტკიცებულ იყო ქრისტჱს მიმართ და არავისგან შეძრწუნდებოდა. არამედ სამისა წლისა ჟამთა იქცეოდა ქალაქსა მას შინა და გარემოჲს ყოველსა სოფლებსა განცხადებულად ქრისტეანედ, არამედ „ვერვინ მიყვნა ჴელნი მას ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. ხოლო კაცნი ქრისტჱსმოყუარენი, რომელთა იცოდეს ღმრთისა მიმართ სათნოებაჲ მისი, იღუწიდეს მას საზრდელითა და სამოსლითა.