მაშინ უბრძანა მსაჯულმან მან ჴელით და ფერჴით შეკრვაჲ მისი ბორკილითა რკინისაჲთა და ეგრეჱთ შთააგდეს იგი საპყრობილესა. ხოლო ნეტარსა მას უხაროდა და ჰმადლობდა უფალსა და იტყოდა:
- დიდ არს ჩემდა დღჱ ესე, რამეთუ ვხედავ ორკერძოვე ძლევასა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტჱსსა, რამეთუ დღესასწაულსა ამას შთაჴდა მდინარესა მას იორდანისასა განშიშულებული ნათლის-ღებად და სიღრმესა მას შინა წყალთასა დამალულისა მის ვეშაპისა თავები ძალით ღმერთებისაჲთა შემუსრა.
- გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომანიჭებელი ჴორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცე ბელად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევე მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა. ამიერითგან არღარა მივიღო სხუაჲ საზრდელი, რომლითა კუალად მშიოდის და არცა სხუაჲ სასუმელი, რომლითა კუალად მწყუროდის, არამედ კმა არს ესე ჩემდა ცხორებად საუკუნოდ.
და ესე ვითარცა თქუა, მყის მოიწინეს მსახურნი იგი მსაჯულისანი, და იჯმნა ყოველთა მათგან პყრობილთა ქრისტეანეთა და ჰრქუა მათ:
- ლოცვასა მომიჴსენეთ მე, რამეთუ არღარა მიხილოთ მე საწუთროსა ამას სოფელსა!
ესრჱთ მიიწია იგი კარსა მას მსაჯულისა მის ამირისასა; და რაჟამს მიიწია, კადნიერად დასწერა ჯუარი კარსა მას და თჳთცა დაიბეჭდა ჯუარი. და წარადგინეს იგი წინაშე მსაჯულისა მის, და ჰრქუა მას მსაჯულმან:
მაშინ გამოვიდეს და აღიღეს ქუეყანით პატიოსანი იგი გუამი მისი და შთადვეს იგი გუალაგსა მას აღსაჳიდებელსა სამოსლით მისითურთ და სისხლი იგი დათხეული მართლისა მის აღმოთხარეს ქუეყანით და რაჲთურთით არარაჲ დაუტევეს ქუეყანასა და იგიცა შთადვეს ჭურჭელსა შინა. და დადვეს წმიდაჲ იგი ურემსა ზედა, მსგავსად მჴნეთა მათ წმიდათა ორმეოცთა, რამეთუ, სადა-იგი მოჰკუეთეს თავი წმიდასა მას მოწამესა, კართა ზედა იყო წმიდისა ეკლესიისათა, რომელი სახელად წმიდათა ორმეოცთა დაფუძნებულ იყო, წესვე იყო, რაჲთა ემსგავსოს იგი ახოვანთა მათ წმიდათა მოწამეთა ორმეოცთა.
და იქმნა წყალი იგი მდინარისაჲ მის წმიდათა მათ ძუალთა სამოსელ გარეშეხუევითა მით და სიღრმჱ იგი წყალთაჲ საფლავ წმიდისა მის მარტჳლისა, რაჲთა არავინ უდებად მიეხოს მათ. ქრისტჱს მბრძოლთა მათ ესრჱთ ყვეს და ესრჱთ ღუაწლი კეთილი მოიღუაწა ნეტარმან მან.
და მი-ვინმე-ვიდეს ხილვად ადგილსა მას მსახურთაგანნი მსაჯულისა მის ამირისანი, რამეთუ ჰგონებდეს, ნუუკუე ქრისტიანეთა აღანთეს სანთელი ადგილსა მას. და ვითარცა მიეახლებოდეს ადგილსა მას, იხილეს, რამეთუ აღმაღლდებოდა ვარსკულავი იგი ზე ჰაერთა, და ვერ მიეახლნეს ადგილსა მას, რამეთუ შეიპყრნა იგინი შიშმან საღმრთომან.
უკუეთუ ჴორცთა მათ განჴრწნადთა ესოდენი პატივი აწვე აჩუენა, რავდენ უფროჲს უჴრწნელად აღდგომასა მას მართალთასა დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანი იხილონ შორის ანგელოზთა და ჰრცხუენოდის უგუნურად სიბორგილისა მათისათჳს. რომელთა ქრისტე უვარ-ყვეს და წმიდათა მისთა ჰგუემდეს და სდევნიდეს და მოსრვიდეს, ხოლო უფალი შეიწყნარებდა ცათა შინა!
ხოლო აწ, საყუარელნო, ჯერ არს ჩუენდაცა ამიერითგან უმეტჱსად-ღაშეწყნარებად პირველთა მათ სანატრელთა მოწამეთა, რაჲთა ხილულისა ამისგან ახლისა მოწამისა პირველთაჲცა მათი გურწმენეს და ვთქუათ სიტყუაჲ იგი ნეტარისა დავითისი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ“, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ!