ავაზაჳსა მას ესწორე სარწმუნოებითა და სამოთხესა განეწესე!
შენ ჳარი იგი სამოთხისაჲ განაღე ჯუარითა ქრისტჱსითა და მცველთა მათ ქერობინთა ცეცხლის მსგავსთა ვერ განგიჳითხეს, ვითარმედ ვინ ხარ!
და რაჲ-ღა-მე ვთქუა უფროჲს, რამეთუ „უფალმან ივნო ჩუენთჳს, უბრალომან ბრალეულთათჳს” დასთხია სისხლი თჳსი უბიწოჲ, ხოლო შენ გარდაიჴადე თანანადები, რამეთუ შენცა დასთხიე სისხლი თჳსი სიჲუარულისა მისისათჳს. ამისთჳსცა ძლევისა გჳრგჳნითა შეგამჳო შენ და სასუფეველსა მას მამისა მისისასა მჳჳდრად გამოგაჩინა!
შენ ნათესავთა შენთა უცხო და განგდებულგჲვეს, ხოლო ქრისტემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეჳალთაგან, გამოგარჩია და მიგიჴჲრა თჳსსა მას ეჳლესიასა! შენ, ველური ეგე ზეთისხილი, მოგიღო ქრისტემან და მტილსა მას შინა თჳსსა სამჳჳდრებელსა ნაჲოფად ჳურთხევისად დაგნერგა, და ნაჲოფითა მით სარწმუნოებისა შენისაჲთა ახარა ეჳლესიასა, რომელსა შინა იშუებენ ქრისტჱს მორწმუნენი და ჱნატრიან შენსა მას დიდებულებასა, შენსა მას მოღუაწებასა, შენსა მას სიმჴნესა, შენსა მას მარტჳლობასა, შენსა მას გჳრგჳნოსნებასა!
აწ ვევედრებით ჲოველნი შენსა ქრისტჱს მოჲუარებასა, მეოხმცა ხარ წინაშე მაცხოვრისა ჲოველთაჲსა ჩუენ ჲოველთათჳს, რომელნი შენ მიერ ითხოვენ წჲალობასა ქრისტჱს ღმრთისაგან, რომლისაჲ არს დიდებაჲ და ჴატივი და ძლიერებაჲ თანა მამით და ჲოვლადწმიდით სულითურთ აწ და მარადის და უჳუნითი უჳუნისამდე. ამჱნ!