ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ მიწდომად სიმდიდრესა მას სახელისა უფლისასა, არამედ უძლურებისაებრ ჩემისა და გულს-მოდგინებისა თქუენისა ვიწყო თხრობად თქუენდა, საყუარელნო: კარ, გზა, ტარიგ, მწყემს, ლოდ, მარგალიტ, ყუავილ, ანგელოზ, კაც, ღმერთ, ნათელ, ქუეყანა, მარილ, მატლ, მარცუალ მდოგჳს, მზე სიმართლის, ძე მამის უკუდავის და ერთ ღმერთ გარდაუქცეველ და განუქარვებელ და უცვალებელ.
ტარიგ ეწოდა, „რამეთუ ჩუენთჳს დაიკლა” და მარადის ცხოველ არს და ჴორცთა და სისხლთა მისთა ჩუენდა განყოფითა ცხორებასა საუკუნესა მოგუანიჭებს. მწყემს ეწოდა, რამეთუ თქუა: „მე ვარ მწყემსი კეთილი”, ჭეშმარიტად ცხოვარნი შეცთომილნი მოგუაქცინა და მტერი იგი ჩუენი ლომიარგნითა ჯუარისაჲთა მოკლა და მისგან დაჴსნილი იგი გუამიპირველ-შექმნულისაჲ მის ძალითა ღმრთეებისაჲთა კუალად განაცოცხლა და ნაკბენი იგი გესლიანისა მის მგელისაჲ წყლულებითა თჳსითა განკურნა და გესლი იგი მომაკუდინებელი წამლითა მით ღმრთეებისა თჳსისაჲთა განაქარვა და აღასრულა სიტყუაჲ იგი, წინაჲსწარმეტყუელისა მიერ თქუმული, ვითარმედ: „იწყლა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს და წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით“.
ლოდ საკიდურ ეწოდა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ ესე არს, რომელი-იგი შეურაცხ და განგდებულ იქმნა მღდელთ-მოძღუართა მათგან და მწიგნობართა ნათესავისა ჰურიათაჲსა იერუსალჱმს, არამედ ესე თავ ყოველთა ცის-კიდეთა იქმნა. მარგალიტ ეწოდა, რამეთუ იგი, ვითარცა მარგალიტი, შორის ორთა მათ ფიცართა, სულისა და ჴორცთაჲსა, ღმრთეებით გამობრწყინდების, რომელსა ღმრთისმოყუარენი იგი ვაჭარნი სასუფეველისანი, ვითარცა ღმერთსა არა შიშუელსა და კაცსა არა ლიტონსა, არამედ ვითარცა ღმერთსა და კაცსა, სარწმუნოებით ეძიებენ და მოიყიდიან მხოლოსა მას მრავალ-სასყიდელსა ყოვლისა სოფლისა წარგებითა და სისხლთა თჳსთაცა დათხევითა.
მარილ ეწოდა, რამეთუ ცოდვითა განრყუნილთა ამათ ჴორცთა ჩუენთა მოგუეახლა და სიმყრალჱ იგი კერპთ-მსახურებისაჲ განგუაშორა და სულნი ჩუენნი სარწმუნოებითა ღმრთის-მსახურებისაჲთა სულნელად შეზავნა. ყუავილ ეწოდა, რამეთუ ძირისაგან იესჱსისა ყუავილად აღმოსცენდა ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან ჴორციელად, ხოლო სულნელებითა მით ღმრთეებისაჲთა სული იგი მადლისაჲ მოჰფინა ჩუენ ზედა. ანგელოზ ეწოდა, რამეთუ ერქუმის მას წინაჲსწარმეტყუელისა მიერ „დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველი”, რომელი მამისა მიერ ჩუენდა მჴსნელად მოვიდა. კაც ეწოდა, რამეთუ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: „კაცი არს და ვინ იცნას იგი“; ჭეშმარიტად სრული კაცებაჲ შეიმოსა, თჳნიერ ცოდვისა, და ღმრთეებაჲ თჳსი ჩუენ გამოგჳცხადა. ღმერთ ეწოდა, ვითარცა თქუა ნეტარმან იოვანე მახარებელმან, ვითარმედ „ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი და ყოველივე მის მიერ შეიქმნა, რაჲოდენი რაჲ იქმნა“.
მატლ ეწოდა, რამეთუ თქუა: „მატლ ვარ და არა კაც“, გამობრწყინვებითა ღმრთეებისაჲთა, ვითარცა სამჭედური მატლსა შინა, ეგრჱთ ჴორცთა შინა თჳსთა და-ფარა და ღმრთეებაჲ იგი თჳსი და უფსკრულთა ამის სოფლისათა შთააგდო და აღმოიქუა, ვითარცა კეთილმან მეთევზურმან, რომლისთჳსცა იტყჳს: „შეიპყრა ვეშაპი იგი სამჭედურითა და განუღო დანდალი ყბასა მისსა და ხარტუკი ცხჳრსა მისსა“, ესე იგი არს ეშმაკი, რომელი შეიპყრა, და შემუსრნა მანქანებანი მისნი, რომლისათჳს წამებს მეფსალმუნჱ დავით: „შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპისაჲ მის“. მზე სიმართლისა ეწოდა, რამეთუ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: „და გამოგიბრწყინდეს თქუენ, მოშიშთა სახელისა მისისათა, მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელსა აქუს კურნებაჲ ქუეშე ფრთეთა მისთა“; რამეთუ იგი არს, რომელი ჰფარავს და განატფობს და არარაჲ არს, რომელი დაეფაროს სიცხესა მისსა.