1 2 3 4 5 6 7 8 9

6. 60 61 62 63 64 65 66 67 68 69
6. 60 61 62 63 64 65 66 67 68 69

67

დარბანდელნი მთიბავნი
 
რუქამ არაკი:
სოფელსა დარბანდს გამოვიდნენ თივის მთიბავნი, ცხენთა სხდეს და ცელები ხელთა ჰქონდათ. შეექმნათ თივაზე ცილობა. ცელის ტარს ჩააბრჯენდიან:

- აქამომდე ჩემიაო!

- არა ჩემია, სამანი ესე არისო!

ერთი მეტად გაგულისდა. ცელის ტარი თურე მოკლე იყო. ცხენით რომ ჩააბჯინა: აქამდინ ჩემიაო! - ცელის პირი კისერს მოჰხვდა და თავი მოჰკვეთა. მისი თივაც მეორეს დარჩა.


- შენის ლეონის დიდებაც მე არ დამრჩეს და ეგ ბოროტად არ გარდაეგოს, ნახავ!

თავი 66 თავი 68
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9