1 2 3 4 5 6 7 8 9

7. 70 71 72 73 74 75 76 77 78 79
7. 70 71 72 73 74 75 76 77 78 79

76

დათვი და მონადირენი
 
თქვა ჯუმბერ არაკი:

ორნი ამხანაგნი ნადირობდენ. ხევი იყო და ხევს გაღმა-გამოღმა რონინებდენ. ერთს ამხანაგს დათვი შემოეჭიდა. ქვეშ ჩაიდვა. მეორე ამხანაგმან უყივლა: გაუშვი ეგ დათვი და წამოდი, სხვა საქმე გვიძსო!

მან დაუძახა: დათვი არ მიშვებს, თვარა მე წეღანვე გავუშვებდიო!

- იმისი არ იყოს, შენ არავის ეშვები და არ აწყნარებ, თვარა შენი საუბარი არცა ვის იამება და არცა ვის ეხალისება.

თავი 75 თავი 77
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9