1 2 3 4 5 6 7 8 9

8 80 81 82 83 84 85 86 87 88 89
8 80 81 82 83 84 85 86 87 88 89

83

წაჯე-უკუჯექის ცეცხლი
 
მესამემან თქვა:
რვანი ძმანი ვიყავით. შემომადგა ცოლი: თუცა შენს ძმათ გაეყრები, ასე გაგამდიდრებ, წაჯე-უკუჯექის ცეცხლს აგინთებო.

ღონე ვეღარ დავიდევ: გავეყარე ძმათა. ზამთარი იყო. დამსვა, დაანთო ცეცხლი.მოიტანის ჩალა, დააყარის. რა აანთის, უკუვჯდი, რა შემცივდის, წინ წავჯდი. ეგრე მიყვის. ვკითხე: რა არის-მეთქი?

მან მითხრა: ძოღან დაგპირდი წაჯე-უკუჯექის ცეცხლსა და იგიაო!

ახლა ვაებით ვიარები.

მითხრეს: შენც შენი ცოლისა და ძმის ამბავი თქვიო.

მე ეგრე ვუთხარ: არც ერთი მყავს-მეთქი.

მათ მაგინეს და გამომაძეს: მაშა ჩვენი აუგი რად მოისმინეო?

წამოველ. მოველ ქალაქსა მუყამისასა. მუნ მნახა მკურნალმან, რომელი ყოველთა აქიმთა მთავარი იყო. გამასვენა, მალხინა. აწვია ყოველნი აქიმნი და უთხრა:

- რომელთა უფროსად. ძნელი სამკურნალო საქმე გენახოსთ, ანუ გექმნასთ, სტუმარი ჩემი მოაყურეთ, თუცა იამოს!

თავი 82 თავი 84
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9