აბრეშუმის ან ცხვრის ნაწლავის (წელის)ძალი, სიმი
- მუშა კაცი და ბედი
- თქვა ლეონ არაკი:
- იყო ერთი უცხო მუშა კაცი სოფელსა ერთსა და ქონებისა მისისა რიცხვი არ იცოდა.
- დღესა ერთსა დილაზე დაიძახა: კაცი ვინც მოვა ჩემთანა, რომ ჩემს ბედთან გავგზავნო და ჩემი ამბავი მიუტანოს, ასს ფლურს მივსცემო.
- არავინ გამოჩნდა. შუადღისას დაიძახა კაცი და ოცი ფლური უქადა. არავინ იპოვა. საღამოს ჟამს ერთი ფლური უქადა. ერთი გლახაკი კაცი გამოჩნდა და უთხრა: მე წავალო.
- კაცმან მან არა რა იცოდა, არც ვაჭრობა, არც მუშაობა; ორძალი კარგა იცოდა და უკრევდის ხოლმე და იმღერდის.
- გაგზავნა მან კაცმან კაცი მეორძლე და ასწავლა: ამა და ამ ალაგს მრავალნი კარავნი დგანან და მუნ კაცნი ურიცხვნი და ერთი დიდი კარავია. მუნ მყოფი კაცი მე მგავს და ესრე მუშაობს, ოფლი ჩარცხის. მას ჩემ მაგიერ უთხარ: ღმერთმან მადლი მოგანიჭოს, ნუღარ იჭირვი, მე სამყოფი მაქვს, აწ შენც მოისვენე, და მეც მომასვენე-თქო. ერთი ფლური მისცა და წავიდა.
- მივიდა, ადგილი იგი პოვა. კაცი იგი ნახა და დაბარებული უამბო. იამა კაცსა მას და მადლი უთხრა. მას ღამეს გაასვენა.
- მეორეს დღეს მან კაცმან მისი ბედი იკითხა: რომელიაო?
- უთხრეს მას: ასკილის ძირს მეორძლე კაცი რომ ზის, იგიაო.
- მივიდა, მოემშვიდობა, ჰკითხა: ჩემი ბედი შენ ხარო?
- მან უთხრა: მე ვარო.
- უთხრა: დილაზე ასი ფლური რომ მიქადეს, რად არ მაცნობეო?
- ბედმან უთხრა: მაშინ ორძალი გამიტყდა და ვაწებებდიო.
- კაცმან უთხრა: ოცი ფლური რომ მიქადეს, მაშინ რას იქმოდიო!
- ბედმან უთხრა: ახალ ალყას ვაბამდიო.
- კაცმან უთხრა: საღამოს ერთს ფლურზე რაღას იქმოდიო!
- ბედმან უთხრა: მაშინ გავმართე და გაშოვნინეო.
- მან კაცმან ორძალი სთხოვა: მომეც, მეც დავუკრაო. გამოუღო, დაჰკრა თავში და დაალეწა.
- ბედმან უთხრა: რას მირისხდები, რაც მე ვიცოდი, შენც გასწავლე და მეტი რა მექნაო. შეუძლებელს ღმერთიც არ მოუდებს კაცთაო.
- - აწ შენს უამხანაგობას ჩვენ რას გვაბრალებ? ჩვენს ბედს სიმარტოვე სძულს და მოყვასნი უყვარან. და შენი ბედი შენისთანაა და რაც მას სჭირს, შენც იმას გაძლევს.
;
თავი 122 თავი 124