1 2 3 4 5 6 7 8 9

სა სე სი სლ სპ სტ სც სძ
სცთ

სცთა

შეცდა
 
საჭურისი და მონა


თქვა ლეონ არაკი:

იყო დიდებული ქალაქსა ალაბისასა და ყვა საჭურისი ერთი. დიდად გულითადი იყო. და ერთი სხვა მონა იყო მის კაცისა, სახითა და ზროთ მსგავსი მის საჭურისისა. დიდად მოყვარენი იყვნენ ორთავე. შეკრეს პირი. საჭურისი შეადგა ცოლსა თავის პატრონისასა და ეტყოდა:

- მე ვიცი, უფალსა ჩემსა ნებავს განტევება შენი და შერთვა სხვისა!

თავს ეწიე ცნობასუსტი დიაცი აცთუნა და გამოუცვალა სიყვარული სიძულვილად. უთხრა ქალმან მან:

- რადგან ჩემი ეგრე კეთილის მდომე ხარ, თუცა ქმარი მიტევებს, მითხარ, რა მიჯობს, რა ვყო?

- რქვა საჭურისმან:

- მე ესეთი წამალი მოგცე, ფერხთა შესცხო, წამსავე მოკვდეს, და ესე მოყვასი ჩემი, შვენიერი და კეთილი კაცი, და იგი შეირთე და იყოს ნებისა შენისა! -

სცთა ქალი იგი, მოკლა ქმარი თვისი და იგი კაცი მის წილ შეირთო და ყოველი მონაგები მისი მას მისცა.

- ესე არაკი ამისთვის მოგახსენე, ყოველი მსგავსი შენი უარესსა იქმს ამისთვის, რომე არა ეშინის ღვთისა და არცა სცხვენის კაცთა.

უთხრა ვაზირმან ლეონს:


- დია მიხარის სიტყვატკბილობა შენი და მომწონს ზრდილობანი და ქცევანი შენნი. აწ მოვედ, მეფესა ემსახურე და იყო თავი ვაზირთა და უხუცესი ჩემი, და მეფემან ძმურად პატივ გცეს.

რქვა ლეონ სედრაქ ვაზირსა.

- ვითა მამა საყვარელსა შვილსა მასწავლი, ეგრეცა ვყო. და შენ მისმინე სიტყვა ესე!

თავი 7 თავი 9
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9