1 2 3 4 5 6 7 8 9

მა მე მთ მკ მო მრ მს მყ მც მწ მჭ მხ
მთა მთე მთი მთლ

მთიები

ცისკრის ვარსკვლავი, აფროდიტი, ვენერა, ყველა პლანეტებზე კაშკაშა
 
ქობულეთის მეფის ძე

თქვა მეორემან:
მე ქობულეთის მეფის ძე ვიყავ, ყოველის კეთილის მქონებელი.

მტერი მყვა უძლიერესი ჩემსა. ჭაბუკად მე ვჯობდი და დიდებითა იგი.

ცოლი მყვა ერთი. მისთანა მთიები ცას ვერ გაანათებდა; ყორნის ფრთე მისის წარბისაგან გრემა ქმნილიყო. მისის ღაწვის მეშურნეობითა მაისის ვარდი აღარ იშლებოდა. მისის პირის ფერის ბაძითა, ვეცხლსა ახალი ჩალხი მოევლო. მისის ტანადობის უსულობასა კვიპაროზი გაეკვირვებინა. მყვა და მიხაროდა.

მე ნადირობას ვიყავ. მოსულიყო იგი მტერი ჩემი, ძე მეფისა, წაეყვანა. ჩემმან ჭაბუკობამ ვეღარა მიშველა რა. აწ დავკარგე სამეფო ჩემი, სირცხვილისაგან აღარა ვნახე და აქ მოველ. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!

თავი 26 თავი 28
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9