ვლახია, რუმინეთის ნაწილის ისტორიული სახელწოდება
- ვლახეთის მეფის ძე
- თქვა მერვემან:
- მე ვიყავ ძე მეფისა ვლახეთისა. ვითა მეფეთა წესია, ეგრე მზრდიდენ.
- ითხოვა მამამან ჩემმან ჩემთვის ცოლად ქალი დიდებულისა კაცისა და თხოვნასავე თანა მოკვდა. მეორე ითხოვა და, რა ნიშანი დასდვეს, იგიცა მოკვდა.
- მესამე ითხოვა ასული მეფეთა. რა მაწვიეს წვეულებასა ჩემსა, იგიცა მოკვდა.
- მეოთხე ითხოვა და მეფისა, მოიყვანა. შვენებით კრონოსსა ჰგვანდა და ღაწვნი მისნი გათლილსა იაგუნდს სჯობდა, თვალნი შავარდენს უგვანდეს. ქორწილი მიყვეს, იგიცა მოკვდა.
- მეხუთე უმჯობესი მისი მომგვარა. დაორსულდა, ყრმა ჰშვა. იგი და ყრმა ორნივე დაიხოცნენ. მამამან ჩემმან ეგრე მითხრა:
- - შვილო. რა ვყო, სამეფოდ მინდოდი, მაგრამ ბედი უკუღმა დაგგრეხია და დაცარვა ვის ძალუცს, სვესა შენსა ვინ განმარტებს? წარვედ ჩემგან!
- წამოველ და მოველ აქა. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!
- თავი 32 თავი 34