1 2 3 4 5 6 7 8 9

კა კე კი კლ კმ კო კრ კუ
კრო

კრონოსი

ზუალი, ცთომილი ვარსკვლავი, სატურნი (მზის სისტემის მეექვსე პლანეტა)
 
ვლახეთის მეფის ძე


თქვა მერვემან:
მე ვიყავ ძე მეფისა ვლახეთისა. ვითა მეფეთა წესია, ეგრე მზრდიდენ.

ითხოვა მამამან ჩემმან ჩემთვის ცოლად ქალი დიდებულისა კაცისა და თხოვნასავე თანა მოკვდა. მეორე ითხოვა და, რა ნიშანი დასდვეს, იგიცა მოკვდა.

მესამე ითხოვა ასული მეფეთა. რა მაწვიეს წვეულებასა ჩემსა, იგიცა მოკვდა.

მეოთხე ითხოვა და მეფისა, მოიყვანა. შვენებით კრონოსსა ჰგვანდა და ღაწვნი მისნი გათლილსა იაგუნდს სჯობდა, თვალნი შავარდენს უგვანდეს. ქორწილი მიყვეს, იგიცა მოკვდა.

მეხუთე უმჯობესი მისი მომგვარა. დაორსულდა, ყრმა ჰშვა. იგი და ყრმა ორნივე დაიხოცნენ. მამამან ჩემმან ეგრე მითხრა:

- შვილო. რა ვყო, სამეფოდ მინდოდი, მაგრამ ბედი უკუღმა დაგგრეხია და დაცარვა ვის ძალუცს, სვესა შენსა ვინ განმარტებს? წარვედ ჩემგან!

წამოველ და მოველ აქა. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!

თავი 32 თავი 34
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9