1 2 3 4 5 6 7 8 9

ბა ბე ბზ ბი ბმ ბო ბუ
ბურ ბუღ

ბუღდანია

მოლდავია
 
ბუღდანელი დიდებული

თქვა მეცხრემან:
მე ვიყავ დიდებული ბუღდანით. ცხრა ძე მყვანდა და დიდებისა ჩემისა რიცხვი არ ეგებოდა. ერთი ციხე მედგა შეუვალი. ღვთის გარდა არას კაცს არ ვეპუებოდი. ვისგან მეგონებოდა შეძვრა ჩემი? რვანი ჩემნი ძენი მორჩილნი იყვნეს, ერთი დია ურჩი და ავი იყო.

შემომიდგა სნეულება. ცოლი, ასული და რვანი ძენი მორჩილნი დამიხოცნა და იგი ურჩი და წყეული ძე დამრჩა. შვილი იყო, არ მოიკვლოდა ჩემგან. სალარო ჩემი მისცა სხვათა, მოიმხრო და გამომაძო. მუნ ვეღარ დავდეგ. მოველ აქა. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!

თავი 33 თავი 35
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9