1 2 3 4 5 6 7 8 9

ნა ნუ
ნათ ნაკ ნალ ნას

ნალბანდი

მჭედელი, რომელიც მუშა საქონელს (ცხენს, ხარს...) ნალებს აკრავს, ნალის დამკვრელი ხელოსანი
 
ნალბანდი მგელი


თქვა ლეონ არაკი:
ერთი მგელი მოუხდა ვირსა, შეჭმას ლამოდა. ვირმა უთხრა: ვიცი, შემჭამ, ეს ანდერძი ამისრულე: ქაჩაჩში ლურსმნის ნატეხი დამრჩა და იგი ამოიღეო!

მგელმან პირი მიჰყო, უნდა ამოეღო. ვირმა წიხლი ჰკრა, კბილები ჩაამტვრია მგელსა. ვირი ვეღარ შეჭამა.

მგელმან თქვა: მამაჩემი ხარაზი იყო, მე ნალბანდობას რა მრჯიდაო?

თავი 37 თავი 39
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9