ჩრდილო-დასავლეთ ირანის სავაჭრო ცენტრი
- ქურდის მემკვიდრე
- თქვა რუქამ არაკი:
- თავრიზის ქვეყანას იყო ერთი ქურდი. რომ სხვა ვეღარა დაეხელებინა რა, მკვდარს მოსთხრიდის, სუდარს გაჰხდიდის, შეღებავდის და გაყიდდის.
- შეწუხდა თემი იგი კაცისა მისგან. ნატრობდის სიკვდილსა მისსა.
- მოკვდა კაცი იგი და დარჩა შვილი, ერთი ვაჟი. ესრეთი ქურდობა დაიწყო, რომ არა ეგებოდა: მკვდარი მოსთხარის, სუდარი გახადის და მკვდარი ანძაზე ჩამოაცვის.
- მის ქვეყნისა კაცთა მამასა მისსა ლოცვა დაუწყეს: იგი სუდარს გაჰხდიდის, გაყიდის, მკვდარს ანძაზე მაინც არ ააგებდაო!
- - თავმან მეფისამან შენისამან, მას კაცსავით შენ მამაშენს დაგვალოცვინებ და კიდეცა სჯობხარ სიავითა.
- თავი 38 თავი 40