1 2 3 4 5 6 7 8 9

გა გზ გი გლ გო გრ გუ
გილ

გილანი

ირანის პროვინცია, კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთის ნაპირზე
 
სამნი ამხანაგნი


თქვა რუქამ არაკი:
სამნი ამხანაგნი შეიყარნენ: ერთი ისპაანელი, ერთი გილანელი და ერთი განჯელი. ერთმანერთს თავიანთი თემი უქეს.

ისპაანელმან კაცმან თქვა:

- ჩემი თემი ისეთია: ძველი და ახალი ნესვი ერთად დასდვა, ვერა სცნობ, რომელი წლეულია და რომელი შარშანდელი.

გილანელმან თქვა:

- ჩემი თემი ესეთია: ცოცხალი კაცი და მკვდარი ერთს საგებელში დააწვინო, თუ ცოცხალსა ძინავს, ვერა სცნობ, რომელი მკვდარია და რომელი ცოცხალი.

განჯელმან თქვა:

- ჩემი თემი ესეთია, რა კაცი მოკვდება, ექვს თვე ფეხზე ვალს და მეშვიდეს თვეს სამარედ ჩავალს, გაზაფხულ ცხელებას დაუწყებს და შემოდგომაზე მოკვდება.

არც ერთის თემი ვარგიყო, მაგრამ მათ მოსწონდათ.

- ეგ შენი ლეონც დია ავი კაცია, მაგრამ მისი ავი და კარგი, ორივ კარგა გიჩნს, რასათვის მას არ მაუბნებ და შენ მეუბნები?

ჯუმბერ უთხრა:

- შენ რომ ასონი დაგკვეთეს, რასათვის ულვაში და წვერი გაგცვივდა და მის გარშემო არა?

უთხრა რუქამ:

- ლეონ მხიბლავია და შეუგრძნებიხარ.

თავი 52 თავი 54
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9