ქ. კიროვაბადის (აზერბაიჯანი) ძველი სახელწოდება
- სამნი ამხანაგნი
- თქვა რუქამ არაკი:
- სამნი ამხანაგნი შეიყარნენ: ერთი ისპაანელი, ერთი გილანელი და ერთი განჯელი. ერთმანერთს თავიანთი თემი უქეს.
- ისპაანელმან კაცმან თქვა:
- - ჩემი თემი ისეთია: ძველი და ახალი ნესვი ერთად დასდვა, ვერა სცნობ, რომელი წლეულია და რომელი შარშანდელი.
- გილანელმან თქვა:
- - ჩემი თემი ესეთია: ცოცხალი კაცი და მკვდარი ერთს საგებელში დააწვინო, თუ ცოცხალსა ძინავს, ვერა სცნობ, რომელი მკვდარია და რომელი ცოცხალი.
- განჯელმან თქვა:
- - ჩემი თემი ესეთია, რა კაცი მოკვდება, ექვს თვე ფეხზე ვალს და მეშვიდეს თვეს სამარედ ჩავალს, გაზაფხულ ცხელებას დაუწყებს და შემოდგომაზე მოკვდება.
- არც ერთის თემი ვარგიყო, მაგრამ მათ მოსწონდათ.
- - ეგ შენი ლეონც დია ავი კაცია, მაგრამ მისი ავი და კარგი, ორივ კარგა გიჩნს, რასათვის მას არ მაუბნებ და შენ მეუბნები?
- ჯუმბერ უთხრა:
- - შენ რომ ასონი დაგკვეთეს, რასათვის ულვაში და წვერი გაგცვივდა და მის გარშემო არა?
- უთხრა რუქამ:
- - ლეონ მხიბლავია და შეუგრძნებიხარ.
- თავი 52 თავი 54