1 2 3 4 5 6 7 8 9

წა წლ წყ
წავ წან წაუ

წანწალა

ხიდად გადებული ხე
 
მგელი, თხა და თივა


რუქამ უთხრა:

ერთს ვიწროს ხიდს გაგიდებ და ზედ ერთი მგელი, ერთი თხა და ერთი ხორომი თივა ესრეთ თითო-თითო გაიტანე, მგელმან თხა არ მოკლას და თხამ თივა არ შეჭამოს.

დაჰყვა ძე მეფისა.

გადვა რუქამ წანწალა. მოასხნა მგელი და თხა და ერთი ხორომი თივა მოიღეს, მოვიდა ჯუმბერ, აიყვანა თხა, გაჰხდა ხიდსა და დასვა მუნ. გამოჰხდა, აიყვანა მგელი, გაჰხდა ხიდსა, მგელი მუნ დაუტევა და თხა ამიერ გამოიყვანა. თხა დასვა, თივა აიღო, გაჰხდა ხიდსა და თივა მგელთან დადვა. გამოჰხდა, თხა აიყვანა, გაიყვანა იგიცა იმიერ.

და უთხრა რუქას:

- აჰა შენი სიბრძნის იგავი, და აწ შენ ჩემი იგავი სცან. მე ხელით მიქნია და შენ სიტყვით ჰყავო.

უთხრა რუქამ:

- რომელი?

უთხრა ჯუმბერ:

- რადგან საჭურისი ხარ, ცვისათვის დიაცისა შეუქმნიხარ და მისი ქმნა შენი ხელია.

თავი 57 თავი 59
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9