1 2 3 4 5 6 7 8 9

ჭა ჭი ჭკ
ჭინ

ჭინჭრაქა

ბეღურას ტოლი ფრინველი
 
ორი მდიდარი

თქვა რუქამ არაკი:

ერთი დიდად მდიდარი კაცი იყო და ერთი სხვა კაცი იყო. მისი უცხო სიმდიდრის ხმა გასულიყო.

თქვა მან, მრავლის მქონებელმან მდიდარმან:

- ჩემი სალაროსა რიცხვი არა ვიცი, მეფეთაც არა აქვთ ჩემოდენი და მის კაცისა სიმდიდრე უფრო იქება ჩემგან. წავიდე და ვნახო მისი უნჯი, რის უფალია? მივიდა, მას კაცს ევედრა მისის სალაროს ჩვენებისათვის.

წაიყვანა მან კაცმან მდიდარი იგი, ურიცხვი ბეღლები უჩვენა ხვარბლითა და ქერითა სავსე და მხიარულად უთხრა: ღმერთს ჩემთვის ესოდენი წყალობა მოუნიჭებიაო!

მდიდარმან მასცა აგინა, და რომელიც მის დიდებას აქებდა, მასცა და ეგრე უთხრა: რაც შენ პური გაქვს, იმდენი მარგალიტი მაქვს და სიმდიდრედ არ მიმაჩნიაო, და წავიდა.

მომავალსა წელსა ესეთი სიყმილი მოვიდა, რომე პურის ხსენება არსად იყო, დაიმშა ყოველი კაცი.

მან მდიდარმან მოუგზავნა კაცი პურით მდიდარსა და თვალ-მარგალიტი მოუძღვნა და პურს ევაჭრა. მან პასუხი არ გასცა. მერმე აქლემთ აჰკიდა მრავალი თვალ-მარგალიტი და მოუძღვანა, რომე სხვაგან არ დაიდებოდა.

მან ფასი აგრევე შეაქცია და ესრეთ შეუთვალა:

- ნუ ჰგონებ, რითაცა ფასითა მე შენ პური მოგყიდო, და თუ ცოლი გამომიგზავნო, რაოდენი გინდეს, წაიღევ!

რა ეს ესმა, კაცი იგი დიდად დაჭმუნდა და თქვა: თუ მივსცე ცოლი, ამხანაგთ რა უთხრა, ანუ ვისთვისღა ვიყიდო პური; თუ არა და, პურს არ მომცემს და შვილნი დამეხოცებიანო.

ღონე გაუწყდა. შესვა ცხენსა ცოლი და გამოუგზავნა.

რა მან კაცმან მისის ცოლის მისვლა სცნა, ეგრე უთხრა: შენ ჩემი დედა ხარ, რადგან შენი ქმარი ესრეთ ვნახე, ამპარტავნად მაგინებელი დია დამბალა, აწ რაოდენი გენებოს, წაიღევ და წადიო!

მრავალი მისცა და გაუშვა.

- ჯუმბერ! რადგან შენ ლეონ ესრეთ მოიძულე, ძაღლთა და ღორთა ადარებ, აწ რაღა მომკლავს?

გაეცინა ჯუმბერს და ეგრე უთხრა:

- ვაგლახი შენთა სიხარულთა! ღორს ავი მოლა ვით უკეთესია? და რადგან ეგრე გიამება, თუ გინებს, კიდევ ღორობით ვახსენებ.

მაგრამ რა სარგებელი გეცა?

რუქამ უთხრა:

- ოღონც შენ ლეონს ღორი უწოდე, და მე მეგობრად შევექმნები!

ჯუმბერ უთხრა:

- ნახევარს კაცსა რასათვის ოცის კაცის გული გიძს? ჭინჭრაქა ესრე უგუნურია: რა იქუხებს, გულაღმა გარდაბრუნდება, თუცა ცა არ დაიქცეს ფეხი მივაშველო, რომ ქვეყანა არ წახდესო; და წერო ამპარტავნობით, თუ არ სლვაში, ორ ფეხსა არ დასდგამს, ჩემის სიმძიმით ქვეყანა არ ჩატყდესო. რა გგონია ეგ შენი ბილწი თავი, ანუ რა ხარ?

თავი 68 თავი 70
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9