1 2 3 4 5 6 7 8 9

ორ ოს
ოსპ

ოსპი

ლობიოს მსგავსი საჭმელი
 
მელი და წერო


თქვა ჯუმბერ არაკი:
მელმან წერო აწვია. ოსპი შეუგბო და სპილენძის თეფშზე დაუსხა. ორთავ ჭამა დაუწყეს. მელი ენით სთქლაფევდა და წერო რას შესჭამდა თეფშზე? თითო-თითოს თუ აიღებდა.

მეორეს დღეს წერომ აწვია მელი და მუხუდო შეუგბო და პირვიწროს ქოთანში ჩაუსხა. ორთავ ჭამა დაუწყეს. წერომ ნისკარტი ჩაყო და ჭამა დაუწყო და მელმან ტუჩი ვერ ჩასტია.

რასა სჭამდა? იწყინა მელმან, გაუმტერდა და შეამყრალა. წეროს ეწყინა და თვალთა
შეასკინტლა.

ანუ მათი სიტკბო და წვეულება რა იყო, ანუ რისხვა და მტერობა?

- აგრევე თქვენი მეგობრობა და სიყვარული რა იქმნება, ანუ სიქიშპე? ზოგთა კაცთა, რა პატრონი სიკეთეს მიაპყრობს, თვისის თავისა ეგონება და არა პატრონისაგან. შენ საჭურისი ხარ, მეფის ერთგულობა და დღე და ღამის სამსახურისა ცდა გმართებს. იგი ჭაბუკია, მე მახლავს; მეფის მონობა და ჩემი წვრთა ჰმართებს. ან შენ მასთან რა საბრძოლავი გაქვს და ან მას შენთან რა საშუღლარი?

თავი 69 თავი 71
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9