იგულისხმება ჯანმრთელი ადამიანი
- მეცნიერი აქიმი
- უთხრა პასუხად რუქამ არაკი:
- ერთი კარგი აქიმი იყო. სნეულთან რა მივიდის, სნეულის პატრონი ჭიქით მის შარდს მიუტანდის და, რა ნახის, სენი სცნის, წამალი მისცის და განკურნის.
- ერთი სნეულის ამბავი მიუვიდა. ჭიქა გაგზავნა, შარდი ითხოვა. მუნ სნეულის სანახავად ორნი მისნი ამხანაგნი იყვნენ. მათ სნეულის შარდში ორთავ თავიანთი შარდიც აურიეს, მას ჭიქაში ჩაასხეს და გაუგზავნეს.
- ნახა აქიმმან, გაიცინა და თქვა: მე გაუკიცხავარ, მაგრამ იგი სნეული ორ კვირაში აღდგება. ამ ერთის მთელის კაცის ცოლი ორსულად არის, ყრმასა შობს, და მეორე მთელი კაცი სამს დღეში დასნეულდება და სწორამდის მოკვდებაო.
- მოუვიდათ ეს ამბავი და ყველა ეგრე იქმნა.
- - თქვენც მათსავით ერთს მინაში აფსამთ. მე უგუნური ნუ გგონივართ, ვერა შევიგნა რა. რაც თქვენ ქმნათ, თემმან სცნას.
თავი 119 თავი 121