დასუნე, სუნი დაიყარე, სუნი აიღე
- თხა და მელი
- უთხრა პასუხად რუქამ არაკი:
- ერთი თხა და ერთი მელი დაძმობილდნენ და საზიაროდ ყანა დათესეს. რა მოსავალი მოუვიდათ, დია კარგი ყანა იყო. მომკეს, გალეწეს და გაანიავეს. ხვავი ცალკერძ დააგროვეს და ბზე ცალკერძ.
- მელმან უთხრა თხასა: ხვავი მე და ბზე შენაო.
- თხამან უთხრა: არა, სამართალი ასეა, ორივ შუა გავიყოთო.
- მელმან უთხრა: მაშ მე წავალ, ბიძაჩემს მოვიყვან და მან განგვიყოსო.
- ვირემდის მელი ბიძას მოიყვანდა, თხა წავიდა, ცხვრიდამ ორი დიდი ქოფაკი მოიყვანა და ბზეში დამალა.
- მოვიდა მელი, ერთი ასეთი მგელი მოიყვანა, თხას თვალთ დაუბნელდა.
- უთხრა მგელმან თხასა: ჩემს დისწულს რატომ აჩივლებო?
- თხამ უთხრა: მაშ რადგან მოწმად მოყოლიხარ, მეც მამა-ბიძანი აქ მისაფლავიან, მათ საფლავზე შედეგ, ისულე და მართალი მოწამე იქმნებიო.
- მგელმან თხის შეჭმის ნდომით ვეღარა გაიგო რა. ბზეზე რომ შედგა, წამოუცვივდნენ ძაღლები. მელი და მისი მოწამე ისე გახადეს, შარშანდელიც დაავიწყეს, არამც თუ წლეული ეშოვნათ.
- - თქვენ რომ ორნი-სამნი გაბიძამამიდებულხართ, თუ ერთი მისთანა მომხმარო მეც მყვანდეს, შინდის ჯოხებს არა და უზნისასაც გაგითლი, მაგრამ მარტოკამ რა ვქმნაო.
-
თავი 121 თავი 123