1 2 3 4 5 6 7 8 9

3. 30 31 32 33 34 35 36 37 38 39
3. 30 31 32 33 34 35 36 37 38 39

3.

გლახაკის სიზმარი
 
ჯერეთ ვაზირმან ზმანება არა ჰკითხა და მოახსენა არაკი:

გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა. ეზმანა მას: სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული. ცხოვარისა პატრონმან ექვს-ექვსი სთხოვა. შეცილებასა ზედა გაეღვიძა კაცსა მას და სინანული იწყო. თვალნი ეგრეთვე დაიხუჭნა და ხელი მიუღო ვაჭარსა: ოროლი კირმანეული მომეც, მოგცემო! ანუ ვინღა მისცემდა ვეცხლსა, ანუ ვისღა მიჰყიდდა?

ესრეთ არს ყოველივე ზმანება, მეფეო! რად შეიჭირვებ ეშმაურსა საქმესა ზედაო?

უბრძანა მეფემან:

- არა ეგრეთ არს სიზმარი ჩემი.

უთხრა ყოველივე და ეტრატი ხელთა მისცა.

გაუკვირდა ვაზირსა სიკეთე სახისა მისისა და ეგრე მოახსენა:

- თუცა თვით არ მოვიდეს კაცი იგი, პოვნა მისი საჭირო არს, ამად რომე თემი მისი არა ვიცით, სახელი მისი არა უთქვამს. რით უნდა ვპოვოთ? ქარი ხელითა არ დაიჭირვის და თვალს ზარმაცი ვერ მიეწევის. რაც ბედი აქვს კაცსა ღვთისაგან, ის დაემართების.

თავი 2 თავი 4
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9