1 2 3 4 5 6 7 8 9

4. 40 41 42 43 44 45 46 47 48 49
4. 40 41 42 43 44 45 46 47 48 49

43

ძუნწი და ოქრო
 
თქვა ჯუმბერ არაკი:
ერთმან კაცმან დიდძალი ოქრო მიწასა დაფლა. დღე ყოველ მივიდის და ადგილი იგი ნახის. შეამცნივა ერთმან სხვა კაცმან და თქვა: მივიდე, ადგილი იგი მოვთხარო, რომელსა კაცი იგი ხშირად ნახავს, და ვნახო: რა უცანო? მივიდა და ღამე მოთხარა ოქრო იგი, წაიღო, მის წილ ლოდი დამარხა.

მოუნდა კაცსა მას ნახვა ოქროსი. მოთხარა, ნახა: ოქროსა ნაცვლად ლოდი იდვა. დაიწყო ტირილი და ვაება. მივიდა კაცი იგი მომპარავი, ჰკითხა: რას სტირიო?

მან უთხრა: ოქრო დავფალ, დახარჯვა არ მენება, იგი მოუპარავთ და მის წილ ლოდი დაუფლავთო.

უთხრა მან კაცმან: ვაი შენ! რად სტირ? მაგ მიწაში თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვაო, თუცა არ დახარჯევდიო!

- მეფეო, სალაროცა ეგრეა, რაც უნდა იდვას, თუცა არ იხმარებ კეთილად, ანუ არ დახარჯავო!

მამამან უბრძანა:

- მაშა, შენ რომ იტყვი, სრულობით არ ვარგა ქონების შენახვა?

ჯუმბერ მოახსენა:

- არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია.

თავი 42 თავი 44
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9