1 2 3 4 5 6 7 8 9

4. 40 41 42 43 44 45 46 47 48 49
4. 40 41 42 43 44 45 46 47 48 49

48

აქლემი და ვირი
 
თქვა რუქამ არაკი:

ერთი აქლემი და ერთი ვირი, დიაღ დაღლეტილნი, დაძმობილდენ და თავის პატრონს გაეპარნენ. წავიდნენ აგარათა ადგილთა. დიდად გასუქდენ მთასა მას ზედა. დაავიწყდათ სიმჭლე და ზურგის სიმპლე მათი.

ვირმან უთხრა აქლემს: ძმაო, სიმღერა მინდა ვთქვაო.

აქლემმან დაუშალა: ნუ ძმაო! აღარ გახსოვს, რას ჭირში ვიყავითო? არამც ახლოს კაცნი იყვნეს, ხმა ესმათ, წაგვიყვანონ და უარესი გვიყონო.

არ დაიჯერა ვირმან და დაიყროყინა. მეტად მაღალი სიმღერა მოუვიდა. თურე ახლოს მოგზაურნი იდგნენ. აქლემები და კარაულები დასცვივნოდენ. ესმათ მათ ხმა ესე. გაეხარდათ დიდად და თქვეს:

- მივიდეთ და ვნახოთ, ანუ შენობა იქმნება, ანუ ქარავანი, ეგების ულაყი გვიმიზდონ.

მივიდნენ, ნახეს ერთი აქლემი და ერთი ვირი მსუქნები და უპატრონონი იყვნენ. წაიყვანეს და ორსავ მძიმედ აჰკიდეს.

რა გზა გაგრძელდა, ვირი დამძიმდა და დადგა. კაცთა მათ აიღეს ვირი და მისი ტვირთი, ორივ მას აქლემს დაადვეს.

წაიარეს. ერთი ვიწრო გზა დახვდათ, დიდი კლდე გადასავარდნელი იყო. აქლემმან უთხრა ვირსა: ძმაო, მინდა დავროკდე და სამაია და ცეკო ვქმნაო.

ვირმან უთხრა: - რას ალაგის სამაია და ცეკო არისო?

აქლემმან უთხრა: - იმისთანა სიმღერას ამისთანა ადგილის სამაია და ცეკო უნდაო!

ჯავრით აემართა აქლემი, ვირი კლდეს გარდააგდო და დაჩეხა.

- მის მსგავსად, მაგ შენს სიტყვას ამისთანა პასუხი უნდა, თვარა ყველამ იცის, ჩემი ცოდნა სრულ ლეონის ნასწავლები მაქვს.

თქვა რუქამ:

- ვაიმე! ლეონ მარტო იყო და რას ლამოდა, აწე მეფის ძეც მიუყენებია და მის ნებად გაუზრდია, რაღა მექმნებაო?!

თავი 47 თავი 49
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9