1 2 3 4 5 6 7 8 9

4. 40 41 42 43 44 45 46 47 48 49
4. 40 41 42 43 44 45 46 47 48 49

49

მეფე და სიკვდილი
 
თქვა რუქამ არაკი:
ერთი მეფე იყო, ფიცევდა: მე სიკვდილი ეგრე ვერ მომკლავს, მეც ის არ მოვკლაო! მოიმზადა აბჯარი და ხრმალ-დარაკა. მზა უდგა სიკვდილსა.

რა დღე მოუვიდა, დასნეულდა, საჭურველი ახლოს დაიწყო. რა შეწუხდა, ხელი ხრმალს მიჰყო, ვეღარ ამოიღო. აგინა სიკვდილსა და უთხრა: ეგ რა მამაცობა არისო? კაცს პირველ ღონეს წაართმევ და მერმე მოჰკლავო. თუ გულოვანი ხარ, პირისპირ შემებიო!

- მის მსგავსად, თვით ის იყო და აწ პატრონის ჩემის შვილი წაგიგვრია და ვითღა ვეუბნათო?

თავი 48 თავი 50
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9