სა სე სი სო სტ
სილ სიმ სინ სიუ

სილაბური ლექსთწყობა

ლექსთწყობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მარცვალთა საერთო რაოდენობა სალექსო სტრიქონში („სილაბა”– ბერძნულად მარცვალს ნიშნავს).

ამ ლექსთწყობით დაწერილი ლექსის მარცვალს სიგრძე–სიმოკლე არ ახასიათებს. იგი თანაბარი ზომისაა (ტონურის საწინააღმდეგოდ) და მისი რაოდენობა ერთიდაიმავე ლექსის სხვადასხვა სტრიქონში, ჩვეულებრივ, თანაბარია. მაგ:
„იამა გშობა შობითა, (8)
ვარდმა გაგზარდა ქებითა, (8)
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა, (8)
მას ჰგავხარ სურნელებითა.” (8)

სილაბური სისტემა უფრო იმ ენებს ახასიათებთ, რომლებსაც მახვილი სიტყვის ერთ გარკვეულ ადგილზე მოუდით. მაგ. ფრანგულ, უნგრულ, ფინურ და ზოგ სხვა ენაში მახვილი მუდამ ბოლო მარცვალზეა. ქართულ ენაში მახვილი უმთავრესად სიტყვის წინა მარცვალზე გვხვდება. ამიტომ სილაბურ ლექსთწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ლექსისათვის
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9