ტა ტე ტი ტო ტრ
ტონ

ტონური ლექსთწყობა

ბერძნ. ხმა
ლექსთწყობა, რომელიც მახვილიან მარცვალთა რაოდენობას ემყარება

ერთმარცვლიანზე მეტ სიტყვაში გვხვდება ერთი მახვილიანი და დანარჩენი უმახვილო მარცვლები. მაგ: სიტყვაში „მოწაფე” პირველი მარცვალი „მო” მახვილიანი მარცვალია, უფრო მკვეთრად ისმის, უფრო ხმიანია, დანარჩენი ორი მარცვალი კი უმახვილოა.

ტონური ლექსთწყობა იმით განსხვავდება სილაბურისაგან, რომ სილაბური ემყარება მარცვალთა საერთო რაოდენობას, ტონური კი მხოლოდ მახვილიან მარცვალთა რაოდენობას. მაგ: ქვემოთ მოყვანილ ტაეპებში ოთხ–ოთხი მახვილიანი მარცვალია(მახვილიანი მარცვალი ხაზგასმით გვაქვს აღნიშნული).
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი,
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე, როცა არ მახურავს ღამეში საბანი” (პ. იაშვილი).

ასეთ ლექსთწყობას სილაბურთან საერთო არაფერი აქვს. სილაბურისათვის სავალდებულო მარცვალთა საერთო რაოდენობით თანაბრობა აქ დარღვეულია, რადგან პირველ ტაეპში 12 მარცვალია, მეორეში – 18 და მესამეში – 17.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9