სილაბურ–ტონური ლექსთწყობა;
ქართული ლექსთწყობა სილაბურია იმდენად, რამდენადაც მას ახასიათებს ტაეპებში მარცვალთა საერთო რაოდენობის თანაბრობა.
მაგ:
„არც არავის ყმა ვყოფილვარ,(8)
არც არავინ ყმად მყოლია,(8)
ძველი პური, ძველი ღვინო,(8)
წლითწლობამდე გამყოლია”(8)– (ხალხური)
ქართული ლექსი ტონურადაც გვევლინება იმდენად, რამდენადაც მასში დაცულია აგრეთვე მახვილიან მარცვალთა რაოდენობა. ზემოაღნიშნულ ლექსში ყოველ ტაეპში ორ–ორი მახვილიანი მარცვალია:
„არც არავის ყმა ვყოფილვარ,(2)
არც არავინ ყმად მყოლია,(2)
ძველი პური, ძველი ღვინო,(2)
წლითწლობამდე გამყოლია.(2)
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977