ზე ზუ ზღ
ზედ

ზედაქტილური რითმა

რითმა, რომლითაც სამზე მეტი (ოთხი, ხუთი, ექვსი და მეტიც) მარცვალია შეთანხმებული.

მაგ:

ოთხმარცვლიანი:

„მე ჯავახეთს რა მიშავდა,
მთვარე იდგა მზესავითა,
კალმახი და ქერის პური,
წინ მეყარა ბზესავითა.“ – (ხალხური)

ხუთმარცვლიანი:

„მასპინძელ კარგად მასპინძლობს,
გულითა მხიარულითა,
მწვანე ქოშები გაცვითა,
მარანში სიარულითა.“ – (ხალხური).
იხ. აგრეთვე: რითმა, დაქტილი
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9