სა სე სი სო სტ
სტრ

სტროფი

ლექსის ნაწილი, რომელიც ერთმანეთთან რითმებითა და ინტონაციით დაკავშირებული ტაეპებისაგან შედგება.

თითოეულ სტროფში, ჩვეულებრივ, დამთავრებული აზრია მოცემული, ან ლექსის მთავარი თემის ერთ–ერთი ქვეთემაა დასრულებულად გამოხატული.

სტროფი შეიძლება იყოს:

ა) ორტაეპიანი:

„მასპინძელ კარგადა მასპინძლობს გულითა მხიარულითა,
მწვანე ქოშები გაცვითა მარანში სიარულითა.” – (ხალხური).

ბ) სამტაეპიანი:

„...გოგომ ფიჩხი ჩაყარა, თონე ააპრიალაო,
მორჩა საქმეს და დამღერა, ხმები ააწკრიალაო,
რომ შევხედე, შემომხედა, რეტმა დამატრიალაო”–(ხალხური).

გ) ოთხტაეპიანი:

„ჭირიმე თრიალეთისა,
ეს არის ჩემი სულია,
კალმახი იცის ოქროსი,
დაწინწკლულ– დაჩითულია...” – (ხალხური).

დ) ხუთტაეპიანი:

„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია,
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
წვრილ–შვილნი წამოგვესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათი ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები.
არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდობი.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?...” – (ილია).

ე) ექვსტაეპიანი:

„გულიც იქ იწევს, თვალიცა,
იქ რომ მაღალი მთებია,
ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,
ვის ძუძუც პირში გდებია, –
იმათ კალთაზემც მოვკვდები,
მათ ლოდი გულსამც მდებია!
თმებს უკუ იყრის ნაკადი,
ცისაკ დაიწყებს ცქერასა,
შეჰყურებს გაოცებული
შავის ღრუბლების მღერასა.
რა ყურმა უნდა გაუძლოს
იმ მთების გულის ძგერასა?!” – (ვაჟა–ფშაველა).

ქართულ და სხვა ენებზე გვხვდება აგრეთვე შვიდ, რვა, ცხრა, ათ და მეტტაეპიანი სტროფები (ზოგჯერ ოცტაეპიანიც კი)
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9