ბა ბგ ბე ბი ბო
ბგე

ბგერწერა

სიტყვები და გამოთქმები, რომელთა ხმოვანება ემსგავსება გამოსახატავი მოვლენისათვის დამახასიათებელ ხმოვანებას.

მაგ:
გალაკტიონი დამსგავსებული ბგერებით ასე გადმოგვცემს ქარის ქროლვას:

„ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ”.

ხაზგასმული ბგერების წარმოთქმის საშუალებით ჩვენ ვიმეორებთ ქარის ქროლვის დამახასიათებელ ბგერებს და ეს აძლიერებს ლექსიდან მიღებულ შთაბეჭდილებას. მსგავსი ბგერების საშუალებით ავტორი გვიადვილებს წვიმის განცდას ქვემოთ მოყვანილ სტრიქონებში:

„...და მერე კი წვიმა, წყნარი წვიმა წელწანწკარა
, წვრილ წვეთებად აწიკწიკდა, წამდაუწუმ, წარამარა” – (ს. ფაშალეიშვილი)

დამსგავსებული ბგერების საშუალებით საუცხოოდაა გადმოცემული დამჭკნარი ფოთლების შრიალი ქარიშხლიანი შემოდგომის დღეს ქვევით მოყვანილ ტაეპებში:

„შემოდგომა იდგა მაშინ, მოშრიალე მაღლა მთაში,
შავი, შავი, საშიშარი, გაიშალა ქარიშხალი” – (ს. ჩიქოვანი)

ბგერის დამსგავსებას მიმართავენ აგრეთვე აზრის მკვეთრად გამოხატვის მიზნით, კეთილხმოვანებისათვის და ა.შ.

ბგერწერის უფრო გავრცელებული ფორმებია: ალიტერაცია, ასონანსი, ანაფორა, ეპიფორა და პირაპირი.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9