ავ აკ ალ ამ ან არ ას აღ აშ ახ
ასო

ასონანსი

  1. ერთი და იგივე ხმოვანი ბგერების განმეორება.

    მაგ:

    დავეცი, დავბნდი, წამიხდა,
    ძალი მხართ და მკლავის”. – (რუსთაველი).

    ასონანსი აძლიერებს შინაარსის გამომსახველობას. ზემოთმოყვანილ ციტატში „ა”–ს გამეორება თითქოს გვაგრძნობინებს მოქმედი პირის გულისცემის აჩქარებას. ტარიელის ბაგიდან ნესტანის მშვენიერების მიმანიშნებელი სიტყვები „ა” ბგერის გამეორების საშუალებით გლოვის მწუხარე მელოდიად ისმის.. ასონანსი გამოიყენება აგრეთვე ვიწრო მნიშვნელობით და იგი არაზუსტი რითმის ერთ–ერთი სახეობაა.
  2. არაზუსტი რითმა, რომლშიც მხოლოდ ხმოვანი ბგერებია შეთანხმებული და თანხმოვნები კი ნაწილობრივ, ან სრულებით სხვადასხვაა.

    მაგ:
    ვით ბუნების და ხალხის გულის ხმა
    ისმის სიმღერა გაზაფხულისა. – (ი. ნონეშვილი).

    „შაირსიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა,
    ღმერთმა მოგცეს გამარჯვება, ოძელაშვილო არსენა.” – (ხალხური).

    ასონანსურია აგრეთვე შემდეგი რითმები:

    გადაფენა–შეაჯერა; ბაგა–სხვაგან; მედინა–მეძინა; დარიალს–დაიარს; თავზე–მოვათავსე და სხვ.
    იხ. აგრეთვე: ბგერწერა
    წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9