ავ აკ ალ ამ ან არ ას აღ აშ ახ
ანა ანტ

ანტონიმი

ისეთი სიტყვა, რომელსაც სხვა სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობა აქვს.

(„ანტი” – წინააღმდეგ, პირდაპირ, „ონომა” – სახელი, „ანტონიმი” – მოწინააღმდეგე, ანუ დაპირისპირებული სიტყვა).

მაგ.
მაღალი – დაბალი, მტერი – მოყვარე, დღე – ღამე, შავი – თეთრი, სიცილი – ტირილი, ცა – მიწა და სხვ.

ანტონიმად არ ითვლება ერთი და იმავე სიტყვის ძირის საშუალებით გამოხატული დაპირისპირებული ცნებები.

მაგ:
ცხენოსანი – ფეხოსანი ანტონიმია, მაგრამ ცხენიანი – უცხენო, ქუდიანი – უქუდო არ არის ანტონიმი.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9