კა კე კვ კი კლ კო კუ
კომ კონ

კომპოზიცია

ლათ. KOMPONERE
ნაწარმოების აგებულება, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგება და ურთიერთშეფარდება.

„კომპოზიცია” ლათინურად ნიშნავს აწყობას, აშენებას, შედგენას.

ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები მოითხოვს გარკვეული გეგმით აგებას. სხვაგვარად შეუძლებელია ნაწარმოებმა ემოციური ზეგავლენა მოახდინოს მკითხველზე. საკუთარი სათქმელის ნათლად გამოხატვის მიზნით მწერალი საკუთარ ნაწარმოებს ჰყოფს ცალკეულ ნაწილებად, ალაგებს მათ გარკვეული თანმიმდევრობით, გარკვეული გეგმის მიხედვით და აკავშირებს მათ ერთმანეთთან გარკვეული მიზნით.

ლიტერატურის შესწავლის თვალსაზრისით, კომპოზიცია ლიტერატურული ნაწარმოების ცალკეული ნაწილების დალაგება–დაკავშირებაა მთლიანი მხატვრული ნაწარმოების მისაღებად. მაგრამ მარტო ამ შინაარსით არ იზღუდება კომპოზიციის მნიშვნელობა. ლიტერატურული ნაწარმოების კომპოზიციური ანალიზი ითვალისწინებს მხატვრულ ნაწარმოებში მოთხრობილი მოვლენების მიზეზ–შედეგობრივად დაკავშირებას, მოქმედების განვითარების ცალკეული ეპიზოდების დაჯგუფებას ან გადაჯგუფებას ავტორის მთავარი იდეის შესაბამისად. მოქმედი გმირების დახასიათებას, სიტყვიერი მასალის აგებულების განხილვას და სხვ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9