ერთი და იმავე ცნების ან აზრის განმეორებაა სხვადასხვა მონათესავე (სინონიმური) სიტყვების მეშვეობით(ბერძ. „ტავტო” – იგივე, „ლოგოს” – სიტყვა, ტავტოლოგია – იგივსიტყვაობა).
მაგ:
მას
ჩვეულება ჰქონდა, რომ
ჩვეულებრივ ასე მოქცეულიყო;
იგი
მოკვდა და
სული განუტევა;
მან
ყველაში დაიმსახურა
საყოველთაო სიყვარული;
ტავტოლოგიისაგან განასხვავებენ გამეორებას. პოეტურ ენაში გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე
ცნების მონათესავე სიტყვებით ან ერთი და იგივე სიტყვის თუ ფრაზის რამდენჯერმე გამეორებით გამოხატვა ხელს უწყობს აზრის სიცხადეს. ასეთი ხერხი განსხვავდება ტავტოლოგიისაგან და ჩვენ მას განსაკუთრებულ სახელს –
გამეორებას ვუწოდებთ