პა პე პი პლ პო პრ
პლე

პლეონიზმი

ზედმეტი სიტყვების ან გამოთქმების ხმარება ამა თუ იმ მოვლენის გამოსახატავად. (ბერძნულად „პლეონაზო” ნიშნავს „ვუხვობ”). მაგ:

ჩვენ სოფელს ირგვლივ მთები აქვს გარშემორტყმული.

ირგვლივ შემორტყმა და გარშემორტყმა ერთ და იმავე მოვლენას გამოხატავს. ამიტომ საკმარისია ვთქვათ: მთები აქვს გარშემორტყმული, ან მთები აქვს ირგვლივ შემორტყმული (გამოვტოვოთ სიტყვა „გარს”, რადგან სიტყვა „ირგვლივ” უკვე გამოხატავს ზემოაღნიშნული სიტყვის შინაარსს).

პლეონიზმის ნიმუშები:

ვნახე ჩემი საკუთარი თვალებით;
ვინც გინდა იყოს ჩემი მკითხველი – კაცი, ქალი თუ გასათხოვარი (გამოდის, გასათხოვარი თითქოს ქალი არ იყოს); ივანე იყო მაღალი, ახოვანი, ბრგე, აზიდული, წარმოსადეგი” და მისთ.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9