პა პე პი პლ პო პრ
პირ

პირდაპირი დახასიათება

გმირის უშუალო დახასიათება ავტორის, ან სხვა მოქმედი პირის მიერ.

ზოგიერთ შემთხვევაში მწერალი უშუალოდ, თავისი პირით გვიხასიათებს მოქმედ პირებს. მაგ:

„ხალიჩაზე ორი პატიოსანი და დარბაისელი კნეინა იჯდა... ორი კნეინა, მაგრამ კი სხვადასხვანაირი: ერთი მსუქანი, წითური, მეორე გამხდარი” – (ი. ჭავჭავაძე).

ან კიდევ:

„ახოვანი, მშვენიერი,
თეთრწვერა და თეთრთმიანი,
წინ წამოდგა სასაუბროდ,
მოწიწებით, ტკბილხმიანი”(ა. წერეთელი).

პირდაპირი დახასიათების დროს მხოლოდ აღნიშნულია გმირის დამახასიათებელი თვისებები.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9