მოქმედი პირების ერთმანეთთან საუბარი.
აი, როგორ გადმოგვცემს დიალოგის სახით გაბრიელისა და გლახუკას საუბარს ი. ჭავჭავაძე:
„– შენი სახელი, ძმობილო?– მკითხა მან.
–გაბრიელ. შენი?– ეხლა მე ვკითხე.
– გლახუკა.
– სადაური ხარ?
– რაჭველი. შენ
მეც ვუთხარი, სადაურიცა ვარ”.
დიალოგის საშუალებით გადმოცემული აზრი უფრო ცოცხალი, მრავალშინაარსიანი და მიმზიდველია.
დიალოგის საშუალებით მწერალს შეუძლია როგორც მოვლენის დახასიათება, ისე ყოველგვარი აზრის გამოხატვა.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977