მწერლის მიერ ლექსთაწყობის წესების დარღვევა. მხატვრულ ნაწარმოებში, უმთავრესად ლექსში, ზოგჯერ სიტყვები შეკვეცილად არის ნახმარი, ზოგჯერ წინასწარი განზრახვით შეგნებულად არის გამოყენებული არალიტერატურული სიტყვები და გამოთქმები.
ილია ჭავჭავაძის ცნობილ ლექსში „
გახსოვს, ტურფავ” გვხვდება ასეთი ადგილი:
„ან შენ მაშინ რა იცოდი,
ან
შენ გიჟმა რა იცოდა?”
ხაზგასმული სიტყვა წინასწარი განზრახვით არის შეკვეცილი (უნდა ყოფილიყო „შენმა გიჟმა”). ჩვეულებრივი წესით სიტყვების დაკავშირების შემთხვევაში ლექსის კეთილხმოვანება დაირღვეოდა(ეს ლექსი რვამარცვლიანი სტრიქონებით არის დაწერილი, „ან შენმა გიჟმა რა იცოდას” კი ცხრამარცვლიანი გამოვიდოდა).
ავტორმა ლექსის კეთილხმოვანების დარღვევას სიტყვათა დაკავშირების წესის დარღვევა ამჯობინა.