ავ აკ ალ ამ ან არ ას აღ აშ ახ
ალე ალი

ალეგორიული სახე

ისეთი სახე, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და რომლის საშუალებითაც სხვა მოვლენა უნდა განვიცადოთ, ან წარმოვიდგინოთ.

სიმბოლური მნიშვნელობისაა ვაჟა–ფშაველას პერსონაჟილუხუმი.
მასში შეიძლება ვიგულისხმოთ, საერთოდ, მაღალი იდეალისათვის თავდადებული და დროებით დაუძლურებული ყველა გმირი.
ასეთ შემთხვევაში ლუხუმი სიმბოლური სახეა, მაგრამ ლუხუმის მნიშვნელობა შეიძლება უფრო დავაზუსტოთ: შეიძლება მასში ვიგულისხმოთ საქართველო.
ასეთ შემთხვევაში ლუხუმი, სიმბოლურის ნაცვლად, ალეგორიული სახე იქნება.

ერთი და იგივე სახე შეიძლება იყოს ერთსა და იმავე დროს ეპიკური, გმირული, ალეგორიული და სხვ. ასეთი სახეა, მაგალითად, ვაჟას სახალხო გმირი – ლუხუმი.
სინონიმი: სიმბოლური
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9