და დი დრ დღ
დრა

დრამა

ლიტერატურის ისეთი გვარი, რომელშიც გამოსახვის მთავარ საშუალებად ადამიანთა მოქმედების უშუალოდ ჩვენებაა გამოყენებული.

ეპოსში, მაგალითად, „კაკო ყაჩაღში” ავტორი პირადად მოგვითხრობს კაკოს მოქმედების შესახებ:

„წამოხტა კაკო ლომივით ზეზე,
თოფი მოზიდა და შეაყენა
და რა იხილა მხედარი ველზე,
შეჰკივლა: „მითხარ, ვინა ხარ შენა?”

სცენისათვის გადაკეთებულ „კაკო ყაჩაღში” კი, როგორც დრამატულ ნაწარმოებში, მაყურებელი ვერ მოისმენს ავტორის მონათხრობს კაკოს მოქმედების შესახებ. მსგავსი მოთხრობები ადამიანთა მოქმედების შესახებ დრამატულ ნაწარმოებში იცვლება მაყურებლისათვის თვით მოქმედების უშუალოდ ჩვენებით და აგრეთვე რემარკებით, ანუ მსახიობებზე მითითებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათ. კაკოს მოქმედების შესახებ მოთხრობის ნაცვლად პიესაში ჩვენ ვხედავთ უშუალოდ კაკოს(მსახიობს), რომელიც ჩვენს თვალწინ მოქმედებს: წამოხტება, მხედარს დაინახავს, თოფს მოიმარჯვებს, შეაყენებს და სხვ. კაკოს ლაპარაკიც, მისი ზაქროსადმი შეძახება(„ვინა ხარ შენა?”) მოქმედებაა. მაგრამ ეპოსში უშუალოდ მოქმედების მხოლოდ ეს ფორმაა ნაჩვენები და ისიც არა დამსგავსების იმ ხარისხით, როგორც ამას მსახიობი ახორციელებს.

დრამატული ნაწარმოები სცენაზე შესასრულებლად იწერება და მისი დადგმის მეშვეობით მაყურებელი უშუალოდ ხედავს პიესის პერსონაჟების სხვადასხვა მოქმედებას და მდგომარეობას. დრამატულ ნაწარმოებში ჩვენ უშუალოდ ვეცნობით ადამიანთა ყოფაქცევას, ურთიერთობას, განწყობილებასა და ხასიათებს. მირთა უშგუალო საუბარს თხრობით ნაწარმოებში თან ახლავს ავტორის განმარტებანი, გმირთა სამოქმედო ადგილის აღწერანი და სხვ. დრამატულ ნაწარმოებში კი ასეთ განმარტებას ავტორი უშუალოდ არ იძლევა, გმირთა მოქმედების ადგილი კი პირდაპირ არის ნაჩვენები სცენის სახით.

გ. ერისთავს თავის გმირთა ცხოვრების სცენაზე ჩვენების საშუალებით ჩვენ თითქოს შევყავართ მიკირტუმ გასპარიჩებისა და თავად დიდებულიძეების ბინებში, უშუალოდ გვაყურებინებს მათ მოქმედებას, კი არ მოგვითხრობს, არამედ უშუალოდ გვაცნობს მოქმედ პირთა მისწრაფებებს, მათ ურთიერთობას, ყოფაქცევას და სხვ. ჩვენ უშუალოდ გვესმის მიკირტუმ გასპარიჩის, ანდუყაფარის, ივანეს, პავლეს და მაკრინეს ენა, – ვხედავთ მათ მოქმედებას. იმის შესახებ, თუ რა გაუკეთებიათ მოქმედ პირებს ადრე, ან მომავალში რა სურთ გააკეთონ.

დრამატული ნაწარმოების გმირები მკითხველის თვალწინ მოქმედებენ, იბრძვიან, იმარჯვებენ, მარცხდებიან, ხარობენ, იტანჯებიან და სხვ. ეპოსისა და ლირიკისაგან დრამატული ნაწარმოების ძირითადი განმასხვავებელი თვისება იმაში მდგომარეობს, რომ დრამატურგი კი არ მოგვითხრობს საკუთარ განცდათა ან გმირების ცხოვრების შესახებ, არამედ ითვალისწინებს მოქმედ პირთა განწყობილებასა და მოქმედების პირდაპირ ჩვენებას სცენის საშუალებით.

ზემოაღნიშნული თვისებების გამო დრამატული ნაწარმოები ისე იწერება, რომ შესაძლებელი გახდეს მისი სცენაზე დადგმა, მისი წარმოდგენა. პიესის წარმოდგენა გულისხმობს დეკორაციას, სცენის შესაფერად მოწყობას და მსახიობების თამაშს. მსახიობების თამაში შედგება მათი ლაპარაკისა და მოძრაობისაგან. მსახიობის ლაპარაკი შეიძლება იყოს მონოლოგური და დიალოგური.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9