ია იგ იდ ინ ირ ის
იდე იდი

იდილია

ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც ავტორი გვიხატავს ადამიანთა უბრალო, მშვიდობიან და კმაყოფილ ცხოვრებას.

სახელწოდება „იდილია” წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს პატარა სურათს. ეს სახელწოდება მან მიიღო იმის გამო, რომ პირველი იდილიური ლექსების კრებულს, რომელიც ეკუთვნოდა ბერძენ მწერალს თეოკრიტეს (III ს.ჩ.წ.ა.), ავტორმა სახელად „იდილია” უწოდა. იდილიების მთავარი გმირები მწყემსები იყვნენ, მაგრამ მარტო მწყემსთა ცხოვრება არ განსაზღვრავდა მისი იდილიების შინაარსს; იგი გვიხატავდა, საერთოდ, უბრალო ხალხის მშვიდობიან და ბედნიერ ცხოვრებას. შუა საუკუნეების დამლევიდან იდილიის შინაარსი კიდევ უფრო გაფართოვდა. მწერლები – ფოსი, ბორნერი და სხვები იდილიას იყენებენ არა მარტო მწყემსთა ყოფა–ცხოვრების, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ფენის მშვიდობიანი და კმაყოფილი ცხოვრების გამოსახატავად. ისინი იდილიაში დადებითთან ერთად გმირების უარყოფით მხარეებსაც გვიხატავენ. ბურჟუაზიული საზოგადოების წარმოშობის შემდეგ, გერმანულ და სხვა ლიტერატურაში ჩნდება ბურჟუაზიის „იდილიური ცხოვრების” სურათები. ზოგიერთი მწერალი იდილიურად გვიხატავდა აგრეთვე გლეხებისა და მემამულეების ცხოვრებას.

იდილიურია აკაკის ლექსი „სიმღერა მკის დროს”. ქართველი გლეხის ცხოვრებას იდილიურად გვიხატავს რაფიელ ერისთავის ლექსები: „მევენახის სიმღერა”, „რთველი” , და „სურათი”.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9