ისეთი ხასიათის რომანი, რომელშიც მთავარი ყურადღება ექცევა ამა თუ იმ საზოგადოებრივი კლასების ან ჯგუფების ცხოვრების გამოხატვას, საზოგადოებრივ ურთიერთობას. სოციალური რომანის მოქმედი პირები თავიანთი ხასიათებით განსაკუთრებით დაკავშირებულნი არიან იმ საზოგადოებრივ წრეებთან, რომლებსაც ისინი ეკუთვნიან. მათი ასახვის საშუალებით მკითხველი ნათლად ეცნობა მთელი საზოგადოებრივი კლასის ცხოვრებას
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977